ძირითად შიგთავსზე გადასვლა
ბლოგი
რა არის დაზღვევა

რა არის დაზღვევა ?

შეთანხმება ფიზიკურ პირსა და სადაზღვევო კომპანიას შორის: თქვენ იხდით გარკვეულ თანხას, სანაცვლოდ კი კომპანია იღებს ვალდებულებას, ზარალის დადგომისას აგინაზღაუროთ მიყენებული ფინანსური ზიანი.

რა არის დაზღვევა და როგორ მუშაობს ის?

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე - ჯანმრთელობის გაუარესება, ავტოსაგზაო შემთხვევა თუ ქონების დაზიანება ხშირად დიდ ფინანსურ ხარჯებთან ასოცირდება. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი რისკებისგან თავის დასაცავად არსებობს დაზღვევა -ეს არის  ფინანსური უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც გვეხმარება კრიზისულ სიტუაციებში სტაბილურობის შენარჩუნებაში.

მარტივად რომ ვთქვათ, დაზღვევა არის შეთანხმება ფიზიკურ პირსა და სადაზღვევო კომპანიას შორის: თქვენ იხდით გარკვეულ თანხას, სანაცვლოდ კი კომპანია იღებს ვალდებულებას, ზარალის დადგომისას აგინაზღაუროთ მიყენებული ფინანსური ზიანი.

როგორ მუშაობს სადაზღვევო სისტემა?

სადაზღვევო მოდელი ეფუძნება რისკების გადანაწილების პრინციპს. პროცესის უკეთ გასაგებად რამდენიმე ძირითადი ტერმინი უნდა ვიცოდეთ:

  • სადაზღვევო პოლისი-ოფიციალური ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი დაზღვევის პირობები, რისკები, ლიმიტები და გამონაკლისები.

  • სადაზღვევო პრემია - თანხა, რომელსაც პერიოდულად (ყოველთვიურად ან ყოველწლიურად) უხდით კომპანიას სადაზღვევო რისკის სანაცვლოდ. 

  • სადაზღვევო შემთხვევა - კონკრეტული მოვლენა (მაგ., ავარია, ავადმყოფობა, ხანძარი), რომლის დადგომისას კომპანია ვალდებულია ზარალი აანაზღაუროს.

  • ფრანშიზა - ზარალის ის მინიმალური ნაწილი, რომელსაც თქვენ იხდითსაკუთარი ჯიბიდან, დანარჩენს კი კომპანია ფარავს.

დაზღვევის ძირითადი სახეობები

დაზღვევის ბაზარი მრავალფეროვანია და თითოეული პროდუქტი კონკრეტული რისკის გადასაზღვევად იქმნება:

1. ჯანმრთელობის დაზღვევა

ფარავს ექიმთან ვიზიტების, გამოკვლევების, მედიკამენტების, გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციების ხარჯებს. ის უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე.

2. ავტოდაზღვევა

  • კასკო (სრული ავტოდაზღვევა): ანაზღაურებს თქვენი ავტომობილის შეკეთების ხარჯებს ავარიის, ქურდობის, სტიქიური მოვლენების ან ვანდალიზმის დროს.

  • მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა: ფარავს ზარალს, რომელიც თქვენი მიზეზით სხვა პირის მანქანას ან ჯანმრთელობას მიადგა.

3. ქონების დაზღვევა

იცავს ბინას, სახლს ან კომერციულ ფართს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა ხანძარი, მეზობლისგან წყლის ჩამოსვლა, გაზის აფეთქება ან სტიქიური უბედურება.

4. სამოგზაურო დაზღვევა

საზღვარგარეთ ყოფნისას გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯების, ბარგის დაკარგვის ან რეისის გადადებისგან დაცვის აუცილებელი საშუალებაა.

5. სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

უზრუნველყოფს ოჯახის ფინანსურ სტაბილურობას მძიმე ჯანმრთელობის პრობლემის ან გარდაცვალების შემთხვევაში. 

რატომ არის დაზღვევა მნიშვნელოვანი?

დაზღვევა არ არის ზედმეტი ხარჯი - ეს არის ინვესტიცია იცხოვროთ მშვიდად. 

  • ფინანსური უსაფრთხოება: მოულოდნელი ხარჯების დროს არ გიწევთ დანაზოგის სრულად დახარჯვა ან ვალის აღება.

  • სიმშვიდე: იცით, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მარტო არ რჩებით და პრობლემის მოგვარებაზე პროფესიონალები იზრუნებენ.

  • დროის და ენერგიის ეკონომია: სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ ექსპერტიზას, სერვის-ცენტრებთან კომუნიკაციას და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას.

როგორ შევარჩიოთ სწორი სადაზღვევო პოლისი?

  • ყურადღებით გაეცანით გამონაკლისებს: ნახეთ, რა შემთხვევებში არ ანაზღაურდება ზარალი.

  • შეადარეთ დაფარვის ლიმიტები: დარწმუნდით, რომ მაქსიმალური თანხა რეალისტურად შეესაბამება შესაძლო რისკს.

  • დააკვირდით ფრანშიზის ოდენობას: დაბალი ფრანშიზა ხშირად შედარებით მაღალ პრემიას ნიშნავს, თუმცა ზარალისას ნაკლები თანხის გადახდა გიწევთ.

დაზღვევა არის ყველაზე ეფექტური გზა, რათა დაიცვათ საკუთარი თავი, ოჯახი და ბიზნესი გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. სწორად შერჩეული პოლისი გაძლევთ გარანტიას, რომ ნებისმიერ გაუთვალისწინებელ სიტუაციას მყარი ფინანსური ზურგით შეხვდებით.