ძირითად შიგთავსზე გადასვლა

რა არის ქონების დაზღვევა?

ქონების დაზღვევა არის ფინანსური უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც გიცავს სახლის, ბინისა და შიგთავსის დაზიანებისგან ისეთი რისკების დროს, როგორიცაა ხანძარი, სტიქიური მოვლენები, წყალმომარაგების ქსელიდან დატბორვა ან მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა.

რა არის ქონების დაზღვევა?
სარჩევი
  1. რა არის ქონების დაზღვევა და როგორ შევარჩიოთ ის სწორად
  2. რა შედის ქონების დაზღვევის საბაზისო პაკეტში?
  3. რატომ არის ქონების დაზღვევა აუცილებელი?
  4. როგორ დავაზღვიოთ ქონება სწორად: 4 მარტივი ნაბიჯი
  5. როგორ შევადაროთ შეთავაზებები

რა არის ქონების დაზღვევა და როგორ შევარჩიოთ ის სწორად

შეადარეთ ქონების დაზღვევა ერთ სივრცეში და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პოლისი.

საკუთარი სახლი ან ბინა არის ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ უნდა ვგრძნობდეთ, თუმცა ყოველდღიურობაში არსებობს რისკები, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია. მეზობლის მხრიდან მოულოდნელი დატბორვა, ელექტროქსელის ავარიით გამოწვეული ხანძარი, ძლიერი ქარიშხალი თუ სხვა სტიქიური მოვლენები შესაძლოა წლების განმავლობაში შექმნილი კომფორტი წამებში გაანადგურდეს. სწორედ ამიტომ, ქონების დაზღვევა არ არის უბრალოდ ფორმალობა- ეს არის ფინანსური უსაფრთხოება, რომელიც გიცავს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.

რა შედის ქონების დაზღვევის საბაზისო პაკეტში?

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ქონების დაზღვევის პირობები განსხვავებულია, თუმცა სტანდარტული პაკეტი ძირითადად შემდეგ რისკებს ფარავს:

რისკი / შემთხვევა

ჩვეულებრივ ფარავს?

რა უნდა შეამოწმოთ

სტიქიური მოვლენები

კი (მიწისძვრა, სეტყვა, ქარიშხალი)

არის თუ არა მიწისძვრა სრულად დაფარული ფრანშიზის გარეშე.

ხანძარი და აფეთქება

კი (ელექტროქსელი, გაზი)

ვრცელდება თუ არა პოლისი მეზობლისგან გავრცელებულ ცეცხლზე.

წყლით დატბორვა

კი (მილები, ზედა სართული)

ფარავს თუ არა შიდა სარემონტო მასალებსა და ავეჯს.

მესამე პირის პასუხისმგებლობა

კი

რა არის ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი.

ეს მონაცემები ეფუძნება საქართველოს წამყვანი სადაზღვევო კომპანიების საბაზისო პირობებს.

რატომ არის ქონების დაზღვევა აუცილებელი?

  • ფინანსური სიმშვიდე: სახლის რემონტსა და ავეჯში ჩადებული ინვესტიცია მუდმივად დაცულია.

  • მინიმალური ხარჯი მაქსიმალური დაცვისთვის: ხშირად ქონების ყოველთვიური სადაზღვევო პრემია სიმბოლური თანხაა, რომელიც ათასობით ლარის ზარალისგან გიცავს.

  • სავალდებულო იპოთეკური მოთხოვნა: თუ ბინა იპოთეკური სესხით გაქვს შეძენილი, ბანკისთვის ქონების დაზღვევა სავალდებულო პირობაა.

როგორ დავაზღვიოთ ქონება სწორად: 4 მარტივი ნაბიჯი

  1. განსაზღვრეთ რა გჭირდება რეალურად: შეაფასეთ საცხოვრებლის რისკები და გადაწყვიტეთ, აზღვევთ მხოლოდ კედლებსა და რემონტს, თუ გჭირდებათ შიგთავსის (ავეჯისა და ტექნიკის) დაზღვევაც.

  2. შეადარეთ სადაზღვევო კომპანიების პირობები: გადაამოწმეთ სხვადასხვა კომპანიის ტარიფები და ლიმიტები ქონების დაზღვევის კალკულატორში.

  3. ყურადღებით წაიკითხეთ პირობები: გაარკვიეთ რა არის ფრანშიზა (თანაგადახდის თანხა) და შეამოწმეთ გამონაკლისები.

  4. გააფორმეთ პოლისი: აირჩიეთ პაკეტი და დაასრულეთ პროცესი ონლაინ.

როგორ შევადაროთ შეთავაზებები

ქონების დაზღვევა არის ყველაზე გონივრული ნაბიჯი გაუთვალისწინებელი ზარალის ასაცილებლად. იმისათვის, რომ არ დაკარგო დრო თითოეული კომპანიის პირობების ინდივიდუალურად ძებნაში, შეადარეთ ქონების დაზღვევა ერთ სივრცეში.

ხშირად დასმული კითხვები

რა რისკებს ფარავს ქონების დაზღვევის საბაზისო პაკეტი?

სტანდარტული პაკეტი ძირითადად ფარავს სტიქიურ მოვლენებს, ხანძარს, წყლით დატბორვასა და მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობას.

სავალდებულოა თუ არა ქონების დაზღვევა იპოთეკური სესხის დროს?

დიახ, თუ ბინა იპოთეკური სესხით გაქვთ შეძენილი, ბანკისთვის ქონების დაზღვევა სავალდებულო პირობაა.

შესაძლებელია თუ არა ავეჯისა და ტექნიკის დაზღვევაც?

დიახ, გარდა კედლებისა და რემონტისა, შესაძლებელია შიგთავსის (ავეჯისა და ტექნიკის) დაზღვევაც.

შემდეგი ნაბიჯი

გვითხარით, რა გჭირდებათ და შეადარეთ მონაწილე მზღვეველების მიერ წარმოდგენილი პირობები.

შეადარეთ ქონების დაზღვევა