ძირითად შიგთავსზე გადასვლა

ბიზნესისთვის

თქვენი დანადგარები, დაცული უეცარი ზიანისგან

ხანძარი, აფეთქება, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქურდობა — ეს დაზღვევა ფარავს ზიანს თქვენს საწარმოო ტექნიკაზე. ზუსტი თანხა არ გჭირდებათ: აირჩიეთ დიაპაზონი.

ნაბიჯი 1 / 2

რას აწარმოებთ და სად?

ეს დაზღვევა ფარავს თქვენს დანადგარებს ხანძრის, წყლის, ქურდობისა და სტიქიის დროს.

ხშირად დასმული კითხვები

დანადგარის გაფუჭებაც იფარება?+

არა — ეს პოლისი გარე ზიანს ეხება. შიდა მექანიკური ან ელექტრო გაუმართაობა მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევის საგანია, რომელიც ცალკე კატეგორიაა და ხშირად ერთადვე ფორმდება.

რატომ იკითხება შენობის ტიპი?+

იმიტომ, რომ ხანძრის რისკი ყველაზე მეტად სწორედ მასზეა დამოკიდებული. ბეტონის შენობა და აალებადი შიგთავსის მქონე სენდვიჩ-პანელი ერთსა და იმავე დანადგარზე ორჯერ განსხვავებულ ტარიფს იძლევა. თუ არ იცით, აირჩიეთ „ჯერ არ ვიცი“.

დანადგარების სია დამჭირდება?+

შეთავაზების მისაღებად — არა. საკმარისია ჯამური ღირებულება. დეტალური ნუსხა პოლისს თან ერთვის მას შემდეგ, რაც შეთავაზებას აირჩევთ.

ფრანშიზას მე ვირჩევ?+

არა — ფრანშიზას თითოეული სადაზღვევო თავად სთავაზობს შეთავაზებაში. სწორედ ეს გაძლევთ საშუალებას, პირობები ერთმანეთს შეადაროთ და არა მხოლოდ ფასი.